კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის ინფორმაციას
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას სერიოზულად დავიცვათ ნებისმიერი მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული გარანტიები, რომლებიც შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს, იმ მიზნით რომ შევინახოთ და დავიცვათ მომხმარებლის ინფორმაცია არაუფლებამოსილი გამოყენებისა და წვდომისგან, შეცვლისა და განადგურებისგან. ჩვენი პრინციპები და პროცედურები შემუშავებულია მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით და წესებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის მიღწევით. ჩვენი თანამშრომლები პასუხს აგებენ ამ პრინციპების, პროცედურების, წესების და რეგულაციების დაცვაზე.
ჩვენ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვინახავთ მომხმარებლის ინფორმაციას მხოლოდ სათანადო მიზნებისთვის მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა ხდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვუზრუნველყოთ მომსახურების უმაღლესი დონე, მოვახდინოთ ბიზნესის ადმინისტრირება, ვმართოთ ჩვენი რისკები, ხელი შევუწყოთ ჩვენს სერვისებს და პროდუქტებს და დავიცვათ შესაბამისი კანონები და რეგულაციები.
დამუშავებული მონაცემების ტიპები
სანავიგაციო მონაცემები
ტექნოლოგიური სისტემებისა და პროგრამების პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია ამ ვებ-გვერდის მუშაობისთვის, მათი ნორმალური ფუნქციონირების მიზნით, აგროვებს პერსონალურ მონაცემებს. ეს პერსონალური მონაცემები შეადგენს იმ მონაცემებს, რომლებიც ჩვეულებრივ ინტერნეტის გამოყენების დროს მიიღება (TCP/IP პროტოკოლის საფუძველზე).
ამ ინფორმაციის შეგროვება არ ხდება კონკრეტულ პირებთან ამ მონაცემების დაკავშირების მიზნით. თუმცა, ბუნებრივად, მესამე პირების მიერ მონაცემების დამუშავებისა და შედარებით, შესაძლებელია ვებ-გვერდის გამომყენებელი პირების იდენტიფიცირება. ამ კლასის ინფორმაცია შეიცავს IP მისამართებს ან მომხმარებლის კომპიუტერების დომენ სახელებს, მოთხოვნილი რესურსების მისამართებს (URI, Uniform Resource Identifier ფორმატში), მოთხოვნის დროს, ვებ სერვერთან მოთხოვნის გაგზავნის მეთოდს, მოთხოვნის შედეგად მიღებული ფაილის ზომას, ვებ სერვერის მიერ მოწოდებული პასუხის სტატუსის შემცველ ციფრობრივ კოდს (წარმატებით, შეცდომა, ა.შ.…) და სხვა პარამეტრებს, რომლებიც დაკავშირებულია საოპერაციო სისტემასა და მომხმარებლის ტექნიკურ გარემოსთან. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ანონიმური სტატისტიკური ინფორმაციისთვის, რომელიც ეხება ვებგვერდის გამოყენებას და ამ ვებგვერდის სწორად ფუნქიონირების კონტროლს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი პიროვნების გამოძიების მიზნით, რომელმაც ჩაიდინა კომპიუტერული დანაშაული და მიაყენა ზიანი ვებგვერდს ან მონაცემთა დამუშავების ერთეულის სტრუქტურას ან სხვა დაკავშირებულ ვებგვერდებს. თუ ამგვარი გამოძიება არ განხორციელდა, მონაცემები განადგურდება რამდენიმე დღეში.